ბაჰრ-ელ-ღაზალი (ინგლ. Bahr el Ghazal, არაბ. بحر الغزال) — მდინარე სამხრეთ სუდანში, თეთრი ნილოსის მარცხენა შენაკადია.
სახელწოდება ითარგმნება, როგორც «გაზელების მდინარე». იქმნება მდინარეების ჯურის და ელ-არაბის შეერთებით. პირველად მდინარე 1772 წელს რუკაზე დაიტანა ფრანგმა გეოგრაფმა ჟან-ბაპტისტ ბურგინიონ დ’ანვილმა (ფრანგ. Jean-Baptiste Bourguignon d'Anville). გემები დაცურავენ ზემოთ ნახსენები ორი მდინარის შეერთების ადგილიდან (ზაფხულის წვიმების პერიოდში ქალაქ ვაუდან მდინარე ჯურზე).
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში