პატრიარქი ბასილ III (ბერძ. Πατριάρχης Βασίλειος Γ΄; ერისკაცობაში ბასილიოს გეორგიადისი, ბერძ. Βασίλειος Γεωργιάδης; დ. 1846, იუსქიუდარი, კონსტანტინოპოლი, ოსმალეთის იმპერია — გ. 29 სექტემბერი, 1929, სტამბოლი, თურქეთი) — კონსტანტინოპოლის პატრიარქი 1925 წლის 30 ივნისიდან 1929 წლის 25 სექტემბრამდე.
ბიოგრაფია
1871 წელს, ბასილ III-მ დაამთავრა ათენის უნივერსიტეტი, სადაც იგი თეოლოგიას და ლიტერატურას სწავლობდა. 1872 წელს, იგი ხალკის სასულიერო სემინარიის პროფესორად დაინიშნა, სადაც 8 წლის განმავლობაში ასწავლიდა ებრაულ ენას, ჰერმენევტიკას და ძველ და ახალ აღთქმებს. ბასილ III კვლევებს ატარებდა ისტორიულ ხელნაწერებზე და შემდეგ მათ აქვეყნებდა. იგი მუშაობდა რომის, ბერლინის, ლაიფციგის, ლონდონის და ვენის ბიბლიოთეკებში. 1884 წლიდან, მას ფილოსოფიის დოქტორის წოდება მიენიჭა, მიუნხენის უნივერსიტეტში. 1884 წელს, ბასილ III დაბრუნდა კონსტანტინოპოლში და დაინიშნა გალატაში მდებარე საპატრიარქო-სასულიერო სემინარიის დირექტორად. ამავე წლის დეკემბერში, იგი დიაკვნად და მღვდლად აკურთხეს, ხოლო 1889 წელს, ცენტრალური საბერძნეთის ეპისკოპოსად აირჩიეს.
1906 წელს, ბასილ III გახდა იმ ხანძრის თვითმხილველი, რომელმაც გაანადგურა პომორიე, მისი სახლი და დიდი ბიბლიოთეკა. 1909 წელს, იგი პელაგონიის ეპისკოპოსად აირჩიეს.
1925 წლის 13 ივლისს, კონსტანტინოპოლის პატრიარქის – კონსტანტინე VI-ის იძულებით გადადგომის შემდეგ, სინოდმა შემდეგ პატრიარქად 79 წლის მიტროპოლიტი ბასილ III აირჩია.
გარდაცვალება
ბასილ III გარდაიცვალა პატრიარქობის პერიოდში, 1929 წლის 29 სექტემბერს, სტამბოლში, თურქეთი.
რესურსები ინტერნეტში