ბარტოლომე მიტრე მარტინესი (Bartolomé Mitre Martinez; დ. 26 ივნისი, 1821, ბუენოს-აირესი — გ. 19 იანვარი, 1906, იქვე) — არგენტინის პოლიტიკური, სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, ისტორიკოსი, პუბლიცისტი, არგენტინაში ლიბერალურ–პოზიტივისტური მიმართულების მამამთავარი. არგენტინის პრეზიდენტი 1862–1868 წლებში. მონაწილეობდა ქვეყნის ეროვნული გაერთიანებისათვის ბრძოლაში, ხელს უწყობდა არგენტინაში დიდი ბრიტანეთის პოზიციების განმტკიცებას. 1865 წელს წამოიწყო პარაგვაის წინააღმდეგ დამპყრობლური ომი.
ბარტოლომე მიტრე იყო არგენტინის პირველი პრეზიდენტი, რომელიც არგენტინაში დაიბადა.
რესურსები ინტერნეტში