ბარსელონის პროვინცია (კატ. Província de Barcelona, ესპ. Provincia de Barcelona) — პროვინცია აღმოსავლეთ ესპანეთში, კატალონიის ცენტრალურ ნაწილში. დედაქალაქია ბარსელონა. გარშემორტყმულია ესპანეთის შემდეგი პროვინციებით: ტარაგონა, ლეიდა და ჟირონა. სამხრეთით ესაზღვრება ხმელთაშუა ზღვა.
პროვინციაში ცხოვრობს 5,609,350 ადამიანი (2018 წლის მონაცემებით),[4] რომელთაგანაც 1,620,343 ცხოვრობს ბარსელონის მუნიციპალიტეტში.[4]
პროვინციის მნიშვნელოვანი ქალაქებია: ოსპიტალეტი, ბადალონა, სერდანოლა დე ვალესი, მარტორელი, მატარო, გრანოლერსი, საბადელი, ტერასა, სიდჟესი, იგუალადა, ვიკი, მარსელა, ბერგა. იხ. ბარსელონის მუნიციპალიტეტების სია.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო