ბარბალე (ვარვარა) ივანეს ასული იანვარაშვილი (დ. 30 დეკემბერი [ძვ. სტ. 17 დეკემბერი], 1908, ბაქო ― გ. 2000) ― ქართველი მსახიობი. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1965), საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1979).[1]
ბიოგრაფია
1917–1929 წლებში სწავლობდა ბაქოს კონსერვატორიაში. 1928–1937 წლებში მუშაობდა ბაქოს ქართულ დრამატულ თეატრში, 1938-იდან თბილისის ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის თეატრშია. მნიშვნელოვანი როლები: კეცია (შოთა მილორავას „სიმღერა თბილისზე“), თეო (გიორგი ცაბაძის „სამთა სიყვარული“), თელი (უზეირ ჰაჯიბეკოვის „არშინ მალ ალან“) და სხვა.
ფილმოგრაფია
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ ეროვნული ფილმოგრაფია — ბარბარე (ვარვარა) იანვარაშვილი