ბანოშისწყალი (სომხ. Ծոփագետ [წოპაგეტ]) — მდინარე საქართველოსა და სომხეთში. მოქცეულია მარნეულის მუნიციპალიტეტისა და ლორეს პროვინციის ტერიტორიაზე.[1] მდინარე დებედის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს ლოქის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში, ლალვარის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე.[2] საქართველოს საზღვრებში შემოდის სოფელ ხოჯორნის სიახლოვეს. სიგრძე 20,4 კმ, აუზის ფართობი 89,1 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმოვარდნები ზაფხულ-შემოდგომაზე. ზამთარში წყალმცირეა. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 27 მ³/წმ.[3]
სქოლიო