ტერმინს „ბანი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ბანი.
ბანი — თავდაპირველად მუსიკალური ნაწარმოების შებანების, აკომპანემენტის გამომხატველი ქართული სამუსიკო ტერმინი. „დავით უცემდა ორღანოთა შებანებულითა“ (ძველი აღთქმა). სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონის მიხედვით, ბანი არის ხმის შეწყობა — „ბანი ეწოდების რა გალობასა გინა სიმღერასა სხვა ხმა შეუწყოს“.
ამჟამად ბანი ეწოდება:
მრავალხმიან საგუნდო ნაწარმოებში ყველაზე დაბალ ხმას;