ბადრი შოშიტაიშვილი (დ. 28 ოქტომბერი, 1946, თბილისი — გ. 2 ნოემბერი, 2004, იქვე) — ქართველი პოლიტიკოსი, სპეციალობით ინჟინერი.
ბიოგრაფია
სხვადასხვა დროს მუშაობდა მეტროპოლიტენის მშენებლობაზე, საპროექტო-საძიებო ინსტიტუტ „კავგიპროტანსში“, იყო თბილისის პარტიის საქალაქო კომიტეტის მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის განყოფილების ინსტრუქტორი, განყოფილების გამგის მოადგილე, თბილისის საქარხნო რაიონის აღმასკომის თავმჯდომარე, რაიკომის I მდივანი, ტრესტ „კავკაზელექტროქსელმშენის“ მმართველის მოადგილე, 1994—1995 წლებში თბილისის მუნიციპალიტეტის ვიცე-პრემიერი; 1995 წელს თბილისის ვიცე-მერი და მუნიციპალიტეტის პრემიერი; 1995—1998 წლებში თბილისის მერი.
გარდაიცვალა 2004 წლის ნოემბერში. დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში[1].
ლიტერატურა
- ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. თბილისი, 1998—1999. გვერდი 66.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო