ბაგრატ II რეგვენი, ერისთავთა შორის ბაგრატ III (გ. 994) — ძე სუმბატ კურაპალატისა, ბაგრატიონი, ჯერ ერისთავთერისთავი 937 – 958, შემდეგ ქართველთა მეფე 958-994. 990 ბაგრატ II დავით III კურაპალატს დაეხმარა ადარბადაგანის ამირა მამლანისა და სხვა ამირების შეერთებული მხედრობის წინააღმდეგ ბრძოლაში ქ. ვალაშკერტთან.
ზედწოდების შესახებ
არსებობს მოსაზრება, რომ „რეგვენი“ ტახტზე ასვლის დროს მეტისმეტი ახალგაზრდობის გამო შეერქვა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს სიტყვა თანამედროვე მნიშვნელობით გამოიყენებოდა ძველ ქართულ ენაშიც. შესაბამისად, ზედწოდება შესაძლოა უკავშირდებოდეს ბაგრატის პიროვნულ თვისებებს, უგუნურ, გაუმართლებელ, ანდა უბრალოდ, დაპირისპირებული ბანაკისთვის გაუგებარ და მიუღებელ გადაწყვეტილებებს. არ არის გამორიცხული, რომ ზედწოდება სწორედ პოლიტიკური შეფასების ნაწილი იყოს (ბაგრატ II ერთხანს დაპირისპირებული ჩანს ვაჟთან — გურგენთან და შვილიშვილთან — ბაგრატ III-სთან).[1]
ლიტერატურა
სქოლიო