აჯმანი (არაბ. إمارة عجمانّ) — არაბთა გაერთიანებული საამიროების შემადგენლობაში შემავალი შვიდი საამიროდან ერთი-ერთი. მისი ფართობი შეადგენს დაახლოებით 260 კმ², ტერიტორიის მიხედვით აჯმანი ყველაზე პატარა საამიროა. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი აჯმანი , რომელიც ჩრდილოეთით, სამხრეთით და აღმოსავლეთი ესაზღვრება საამირო შარჯას.[1]
აჯმანი მდებარეობს სპარსეთის ყურის გასწვრივ. მის შემაგნელობაში ასევე შედის მასფუტი. საამიროს მოსახლეობის თითქმის 95% ცხოვრობს ქალაქ აჯმანში, რომელიც დუბაი-შარჯა-აჯმანის ტერიტორის ნაწილია. 1980 წლისთვის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 36 000 კაცს, თუმცა ბოლო წლების მანძილზე მოსახლეობამ საამიროში მკვეთრად იმატა. მოსახლეობის ზრდის მიზეზი მეზობელი საამიროებიდან დუბაიდან და შარჯადან, ასევე სხვადასხვა ქვეყნებიდან მოსახლეობის შემოდინებაა. აჯმანის საამიროს მართავს ჰუმაიდ ბინ რაშიდ ალ ნუაიმი ალ ნუაიმის საგვარეულოდან. ტახტის მემკვიდრე კი არის შეიხი ამარ ბინ ჰუმაიდ ალ ნუაიმი. ბოლო წლების მანძილზე აჯმანში სამშენებლო ბუმია, საამირო მასიურ განვითარებას განიცდის.[2]
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო