ახალი სამხრეთ უელსის სამხატვრო გალერეა - დაარსდა როგორც ახალი სამხრეთ უელსის სამხატვრო აკადემია1872 წელს. 1883-1958 წლებში ცნობილი იყო როგორც ახალი სამხრეთ უელსის ეროვნული სამხატვრო გალერეა. მდებარეობს სიდნეიში, ახალ სამხრეთ უელსში, ავსტრალიაში. ეროვნული გალერეა სიდნეის ყველაზე მნიშვნელოვანი საჯარო და ავსტრალიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გალერეაა.
გალერეის პირველი საჯარო გამოფენა 1874 წელს გაიმართა. გენერალურ საგამოფენო სივრცეში, სადაც ავსტრალიური ხელოვნების (მათ შორის ავსტრალიელ აბორიგენთა ხელოვნების), ევროპული და აზიური ხელოვნების ნიმუშებია გამოფენილი, შესვლა უფასოა. 2003 წელს მუზეუმში აზიური გალერეა გაიხსნა.
ისტორია
XIX საუკუნე
1871 წლის 24 აპრილს სიდნეიში გამართულ საჯარო შეხვედრაზე ხელოვნების აკადემიის დაარსება გადაწყდა, რათა „ლექციების, სამხატვრო კლასებისა და რეგულარული გამოფენების მეშვეობით, სახვითი ხელოვნების განვითარებისთვის ხელი შეეწყოთ“. 1872 წელს ახალი სამხრეთ უელსის ხელოვნების აკადემია დაარსდა, რომლის დამფუძნებლებს შორის ელისერ ლევი მონტეფიორე (იაკობ ლევი მონეფიორეს ძმა და იაკობ და იოზეფ ბაროუ მონტეფიორეების ძმისწული) იყო.[1][2][3] 1872-1879 წლებში აკადემია ძირითადად ყოველწლიური გამოფენების ორგანიზებაზე იყო ორიენტირებული. აკადემიის ზედამხედველობით, კოლონიური ხელოვნების პირველი გამოფენა 1874 წელს გაიმართა. მომდევნო წელს პირველი სამთავრობო გრანტიდან (500 გირვანქა სტერლინგი) დირექტორთა საბჭომ კონრად მერტენსის ნამუშევარი „ეპსლის ჩანჩქერი“ 50 გირვანქა სტერლინგად შეიძინა. ეს იყო ავსტრალიელი ხელოვანის მიერ შესრულებული პირველი ნახატი, რომელიც გალერეამ შეიძინა.[4]
1874 წელს ახალი სამხრეთ უელსის პარლამენტმა სამხატვრო გალერეის დაფინანსებას დაუჭირა მხარი, რომლის განკარგვაც დირექტორთა საბჭოს დაევალა.[5]
გალერეის კოლექცია თავდაპირველად ელიზაბეთის ქუჩაზე კლარკის ასამბლეის დარბაზში იყო საჯაროდ გამოფენილი პარასკევსა და შაბათს. 1879 წელს კოლექცია გარდენ-პალასში გადაიტანეს, რომელიც სიდნეის საერთაშორისო გამოფენისთვის აშენდა და ოფიციალურად გაიხსნა, როგორც „ახალი სამხრეთ უელსის სამხატვრო გალერეა“ 1880 წის 22 სექტემბერს.[6]1889-1891 წლებში დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტი, ხოლო 1892-1894 წლებში გალერეის დირექტორი ელისერ ლევი მონტეფიორე იყო.[5]
1882 წელს გარდენ-პალასის განადგურების შემდეგ მთავრობა იძულებული გახდა, ეროვნული კოლექციისთვის ახალი ადგილი მოეძებნა.[4] 1883 წელს დირექტორთა საბჭომ შენობის დიზაინის შესაქმნელად კერძო არქიტექტორი ჯონ ჰორბიური ჰანტი მოიწვია. იმავე წელს გალერეას „ახალი სამხრეთ უელსის ეროვნული სამხატვრო გალერეა“ ეწოდა.[3] 1899 წელს გალერეა ბიბლიოთეკებისა და სამხატვრო გალერეების შესახებ კანონში შეიტანეს.[7][8]
XX საუკუნე
1958 წლის 1-ელ ივლისს გალერეას „ახალი სამხრეთ უელსის სამხატვრო გალერეა“ ეწოდა.[9][3]
1969 წელს ბოტანის ყურეში ჯეიმზ კუკის პირველი შესვლის აღსანიშნავად გალერეაში კაპიტან კუკის ფრთის მშენებლობა დაიწყო. ახალი ფრთა 1972 წლის მაისში გაიხსნა.[4]
პრემიერ-მინისტრ ნევილ ვრანის მხარდაჭერით, გალერეის მთავარი გაფრთოება ავსტრალიის ორი ასწლეულის აღნიშვნას დაუკავშირდა. გაფართოების შემდეგ გალერეის სივრცე ორჯერ გადიდდა. 1994 წელს იირიბანას გალერეა გაიხსნა, რომელიც აბორიგენული და ტორესის სრუტის კუნძულთა მკვიდრების ხელოვნებას ეძღვნება.[4]
კოლექციები
1871 წელს კოლექციის შეგროვება ხელოვნების საზოგადოებამ დაიწყო, როდესაც ევროპელი ხელოვანების ნამუშევრები შეიძინეს, როგორიც იყო ფორდ მედოქს ბრაუნისედვარდ III-ის სასამართლო. მოგვიანებით საზოგადოებამ ავსტრალიელ ხელოვანთა ნამუშევრებიც შეიძინა, როგორებიც იყო არტურ სტრიტონის „Fire's On“ (1891), ტომ რობერტსის „ოქროს მატყლი“ (1894) და მაკკუბინის „ვალაბის კვალზე“ (1896).
2014 წლისთვის მუზეუმის კოლექცია შემდეგ კატეგორიებად იყოფა:
აბორიგენთა ხელოვნება
აბორიგენთა და ტორესის სრუტის მკვიდრთა კოლექცია ავსტრალიის აბორიგენული თემებს წარმომადგენელთა ხელოვნების ნიმუშებს მოიცავს. კოლექციის უძველესი ნიმუში ტომი მაკრაის ნამუშევარია, რომელიც გვიანი XIX საუკუნით თარიღდება. კოლექციაში შესულია დასავლეთ უდაბნოში მცხოვრები პატარა თემის მიერ შესრულებული უდაბნოს ნახატები, სანაპიროზე მცხოვრები თემების მიერ შესრულებული მერქნის ნახატები და თანამედროვე ხელოვანთა მიერ „შავი ქალაქის კულტურის“ ნამუშევრები.[4]
აზიური ხელოვნება
ამ კოლექციაში პირველი ნამუშევრები, კერამიკისა და ბრინჯაოს ნაკეთობები, 1879 წელს შევიდა. ისინი სიდნეის საერთაშორისო გამოფენაზე იაპონიის მთავრობის საჩუქარი იყო. დაარსების შემდეგ აზიურ კოლექციაში სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ნამუშევრებია დაცული.[4]
Thomas, Daniel. (2011) Art museums in Australia: a personal account. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-08-15. ციტირების თარიღი: 2021-09-06. - Includes link to PDF of the article "Art museums in Australia: a personal retrospect" (originally published in Journal of Art Historiography, No 4, June 2011).
↑ 5.05.1Bergman, G.F.J.. Eliezer Levi Montefiore. ANU. ციტატა: „This article was first published in hardcopy in Australian Dictionary of Biography, Volume 5, (MUP), 1974“ ციტირების თარიღი: 11 December 2020