ახალი გრანადის რესპუბლიკა (ესპ. República de la Nueva Granada) — ცენტრალიზებული მმართველობის რესპუბლიკა თანამედროვე კოლუმბიისა და პანამის ტერიტორიაზე, რომელიც ასევე მოიცავდა თანამედროვე ეკვადორისა და ვენესუელის მცირე ნაწილებს. შეიქმნა 1830 წელს, დიდი კოლუმბიის დაშლის შემდეგ.
რესპუბლიკის პოლიტიკური კლიმატის ერთ–ერთი მთავარი მახასიათებელი იყო კათოლიკური ეკლესიის პოზიცია და შემადგენელი სახელმწიფოების ავტონომიის დონე. 1839 წელს, ახალი გრანადის კონგრესის მიერ მონასტრების დახურვასთან დაკავშირებული დავა წარმოიშვა, რაც მალევე გადაიზარდა სასტიკ ომში, რომელიც მომდევნო ორი წლის მანძილზე მძვინვარებდა და შემდეგ რეგიონულ ავტონომიასთან დაკავშირებულ კონფლიქტში გადაიზარდა.
დეცენტრალიზებული სახელმწიფოს მოთხოვნის საფუძველზე, 1858 წელს ახალი გრანადის რესპუბლიკა გრანადის კონფედერაციად გარდაიქმნა.
პროვინციები
რესპუბლიკის ტერიტორიები დაყოფილი იყო პროვინციებად. თითოეული მათგანი შედგებოდა ერთი ან მეტი კანტონისაგან, თითოეული კანტონი კი რამდენიმე რაიონულ სამრევლოდ იყოფოდა.
გარდა ამისა, რესპუბლიკა ფლობდა რამდენიმე პერიფეიულ ტერიტორიას.
რესურსები ინტერნეტში