აშოთან ბაგრატის ძე მუხრანბატონი (გ. 1561) — ბაგრატ მუხრანბატონის ძე. მუხრანბატონების სახლის უფროსი და შიდა ქართლის სადროშოს სარდალი XVI საუკუნის 30-იანი წლებიდან 1561 წლამდე. მუხრანბატონი გახდა მამამისის, ბაგრატის ბერად აღკვეცის შემდეგ. მისი ერთი ასული, ქეთევანი (შემდეგში ქეთევან წამებული) ცოლად ჰყავდა კახთა მეფეს დავით I-ს. დაიღუპა ფხოველებთან ბრძოლაში.
ლიტერატურა
- გვრიტიშვილი დ., ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან (ქართლის სათავადოები), თბ., 1955;