ასტორგა (ესპ. Astorga) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი[2] ესპანეთში, კასტილია და ლეონის ავტონომიურ გაერთიანების ლეონოს პროვინციის შემადგენლობაში. მდებარეობს პარამო-ლეონესისა და ლეონის მთებს შორის გადასასვლელში და წარმოადგენს მარაგატერიის, ლა-სეპედასა და რიბერა-დელ-ორბიგოს კომარკების ხერხემალს. ქალაქი არის ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და უძველესი საეპისკოპოსოს ცენტრი, რომლის იურისდიქცია მოიცავს ლეონის პროვინციის ნახევარს და ოურენსესა და სამორას ნაწილს.[3] ის ასევე არის ლეონის პროვინციის მე-5 სასამართლო ოლქის ცენტრი.[4]
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო