არტის რეგიონი (ფრანგ. région d'Arta; არაბ. عرته) — რეგიონი ჯიბუტის ცენტრალურ ნაწილში.
- ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი არტა.
- მოსახლეობა — 42 380 ადამიანი[1][2][3] (2009 წელი). ფართობი — 1800 კმ².
რეგიონი შეიქმნა 2002 წელს დღეისათვის მისი მეზობელი რეგიონებიდან ტერიტორიების გამოყოფის გზით: აღმოსავლეთი ნაწილი გამოიყო დედაქალაქ ჯიბუტის ტერიტორიიდან, ხოლო დასავლეთი ნაწილი დიკილის რეგიონიდან. აქვს გასასვლელი ინდოეთის ოკეანეზე: ტაჯურის ყურე — ჩრდილოეთით, ადენის ყურე — აღმოსავლეთით. რეგიონის აღმოსავლეთით ასევე აქვს მცირე სიგრძის საზღვარი სომალის აუდალის რეგიონთან, რომელზეც პრეტენზიას აცხადებს არაღიარებული სახელმწიფო სომალილენდი, ჩრდილოეთით — ადმინისტრაციული საზღვარი აქვს ჯიბუტის ტაჯურის რეგიონთან, ხოლო სამხრეთით ასევე ადმინისტრაციულად ესაზღვრება ჯიბუტის ალი-საბიეს რეგიონს.
გეოგრაფია
საშუალო სიმაღლე — ზღვის დონიდან 600 მეტრზე, ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი, როგორც ქალაქი არტა, მდებარეობს მთებით გარშემორტყმულ პლატოზე. ამის შედეგად რეგიონში ბევრია მლაშე ტბები.
ეკონომიკა
მარილი — ეთიოპიაში ექსპორტის მთავარი წყაროა და კეთილდღეობის ერთ-ერთი მთავარი პროდუქტია, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისათვის, ასევე რეგიონის და ქვეყნის ეკონომიკისათვის. ქვეყნის ეკონომიკაში ასევე მთავარი ადგილი უკავია თევზჭერას.
სქოლიო