ძველად არგოლიდას ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი იყო — ქალაქი არგოსი. აქ არსებობდა ბრინჯაოს ხანის კულტურული ცენტრები - ქალაქები მიკენე და ტირინფა. ამ ქალაქებთანაა დაკავშირებული ჰომეროსის პოემის ლეგენდარული გმირები. აგამემნონი მეფობდა მიკენეში. დორიელების შემოსევამ გაანადგურა ეს ქალაქები და ისტორიულ ეპოქაში ის უკვე ნანგრევებად იყო ქცეული. არგოლიდას ჩრდილოეთით მდებარეობდა კორინთოს და სიკიონას მხარეები.
მუნიციპალიტეტები
პერიფერიული ერთეული არგოლიდა იყოფა 4 მუნიციპალიტეტად.