არასერიოზული კაცი — რეჟისორ დიმიტრი ბათიაშვილის 1980 წლის ფილმი. მთავარ როლში — გია ფერაძე. ფილმის გმირი, ზრდილი და განათლებული შუახნის მამაკაცი, ცხოვრებას ვერ მოერგო და სმას მიჰყო ხელი; თუმცა ბოლოს ადამიანური ღირსებისა და კეთილი თვისებების წყალობით მაინც იპოვა სიყვარული და ოჯახური სითბო.[1]
სიუჟეტი
ყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
მთავარი პერსონაჟი, ნიკო (გია ფერაძე) შინ ბრუნდება მას შემდეგ, რაც მეზობლების დაჟინებით მას გადაიყვანენ კლინიკაში, ალკოჰოლიზმისგან სამკურნალოდ. შინ დაბრუნებული ნიკო ცდილობს, რამე საქმე წამოიწყოს. იგი ძველ მეგობრებს სამუშაოს ძებნაში მიმართავს. პარალელურად ნიკო საკუთარ მამას არწმუნებს, თითქოს მუშაობა დაიწყო. ამას თან ერთვის ფიქრები უიღბლო სიყვარულზე. მას შემდეგ, რაც ნიკო ცხოვრებაზე სერიოზულად დაფიქრდება, ყველაფერი იცვლება. იგი შესთავაზებს მეზობელ ქალს ერთად ცხოვრებას, იწყებს ოჯახზე ზრუნვას და სამუშაოსაც პოულობს.
როლებში
ჯილდოები
- სატელევიზიო ფილმების მეათე საკავშირო ფესტივალის პრიზი: 1981 (ერევანი)
- კინოფილმების მეხუთე რესპუბლიკური ფესტივალის დიპლომი საუკეთესო რეჟისურისათვის: 1981 (სოხუმი)
ფაქტები
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო