არამიწიერი სიცოცხლე — დედამიწის გარეთ წარმოქმნილი სიცოცხლე. მას ასევე უცხო სიცოცხლესაც უწოდებენ. სიცოცხლის ჯერ კიდევ ჰიპოთეტური ეს ფორმები ვრცელდება მარტივი ბაქტერიის მსგავსი ორგანიზმებიდან ადამიანზე რთული სტრუქტურის მქონე არსებებამდე. ასევე არის ვარაუდი, რომ არსებობს არამიწიერი ვირუსებიც.[1]
არამიწიერი სიცოცხლის ჰიპოთეზის განვითარება და ტესტირება ცნობილია, როგორც „ეგზობიოლოგია“ ან „ასტრობიოლოგია“, მიუხედევად იმისა, რომ ასტრობიოლოგია ასევე მოიცავს დედამიწაზე არსებულ სიცოცხლეს ასტრონომიულ კონტექსტში. მრავალ მეცნიერს არამიწიერი სიცოცხლე შესაძლებლად მიაჩნია, მაგრამ მისი არსებობის არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება არ მოიპოვება.[2] მეოცე საუკუნის შუა პერიოდიდან არამიწიერი სიცოცხლის ნიშნებზე მიმდინარე კვლევები დღესაც გრძელდება: დაწყებული რადიოებიდან, რათა დააფიქსირონ არამიწიერი სიგნალები, ტელესკოპებამდე, რომელსაც პოტენციურად სასიცოცხლოეგზოპლანეტების მოსაძებნად იყენებენ.[3] არამიწიერ სიცოცხლეს სამეცნიერო ფანტასტიკაში დიდი გავლენა აქვს.