ანა ნიკოლ სმითი (ინგლ. Anna Nicole Smith; დაბადებით ვიკი ლინ ჰოგანი; დ. 28 ნოემბერი, 1967, ჰიუსტონი, აშშ — გ. 8 თებერვალი, 2007, ჰოლივუდი, აშშ) — ამერიკელი მოდელი, მსახიობი და სელებრითი. ანა ნიკოლ სმითმა თავდაპირველად პოპულარობა მოიპოვა როგორც ჟურნალ „Playboy“-ს გოგონამ.
ბიოგრაფია
ვიკი ლინ ჰოგანი დაიბადა 1967 წლის 28 ნოემბერს, ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში,[1] მამამისის, მუშის — დონალდ იუჯინ ჰოგანისა და დედამისის, ოფიცრის — ვირჯი ტაბერსის ოჯახში.[1] მომავალი ვარსკვლავის მშობლები ბაშვის დაბადებიდან მალევე გაშორდნენ ერთმანეთს. ნიკოლ სმითი აღზარდა დეიდამ. კარიერა დაიწყო 20 წლის ასაკში როგორც მოდელმა. 1993 წელს გახდა ჟურნალ პლეიბოის გოგონა. ანა ნიკოლს სმითი სამჯერ იყო დაქორწინებული. ჰყავდა ორი შვილი.[2] ცხოვრების უკანასკნელი წლები გაატარა ბაჰამის კუნძულებზე.
ნიკოლ სმითის პირველი მეუღლე იყო ბილი სმითი, რომელთანაც ქორწინებაში იმყოფებოდა 1985—1993 წლებში. წყვილმა ერთმანეთი გაიცნო რესტორანში, სადაც ბილი მზარეულად მუშაობდა. დაქორწინდნენ 1985 წლის 4 აპრილს. წყვილს შვილი შეეძინა. 1994 წელს ანა ნიკოლ სმითი დაქორწინდა ჯეიმზ ჰოვარდ მარშალზე, რომელიც მალევე გარდაიცვალა. ნიკოლ სმითის მესამე მეუღლე იყო პროფესიით ადვოკატი ჰოვარდ სტერნი. დაქორწინდნენ 2006 წლის 26 სექტემბერს. ქორწინებიდან ხუთი თვის შემდეგ ანა ნიკოლ სმითი გარდაიცვალა.
გარდაცვალება
ანა ნიკოლ სმითი გარდაიცვალა 2007 წლის 8 თებერვალს. ღამით ფლორიდის ერთ-ერთ სასტუმროში იგი უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ნიკოლ სმითის თაცვის მუშაკმა ცნობილ მოდელსა და მსახიობს ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა, თუმცა უშედეგოდ. ნიკოლ სმითი იმთავითვე საავადმყოფოში წაიყვანეს, სადაც დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ უგონო მდგომარეობაში გარდაიცვალა.
ფილმოგრაფია
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო