ანარქო-კაპიტალიზმი — ანარქიზმისა და კაპიტალიზმის ერთგვარი შერწყმა. ამ იდეოლოგიის თანახმად, მთავრობა უნდა ჩაანაცვლოს საბაზრო კონკურენციამ. მათი მოძრაობის ლოზუნგია „ჩამოვსვათ მთავრობა ბიზნესის მხრებიდან“, შესაბამისად, ისინი, მხარს უჭერენ თავისუფალ ბაზარს და ფიქრობენ, რომ: ბაზარი შეძლებს დააკმაყოფილოს ადამიანის ნებისმიერი მოთხოვნა. ასევე მათ მიაჩნიათ, რომ პოლიცია და სასამართლო უნდა გადავიდეს კერძო სექტორში და უნდა ჩამოყალიბდეს ნაბაყოფლობითი კავშირები ადამიანთა და კერძო სააგენტოებს შორის.