ამაზონია (პორტ. Arena da Amazônia) — საფეხბურთო სტადიონი ამაზონასის შტატის ქალაქ მანაუსში, ბრაზილიაში. აშენებულია ძველი ვივალდანის სტადიონის ადგილას, რომელიც 2011 წელს დაანგრიეს. მისი მშენებლობა 2011-2014 წლებში მიმდინარეობდა. სტადიონის ტევადობაა 39,118[1]. სტადიონის გახსნითი მატჩი 2014 წლის 9 მარტს შედგა, ადგილობრივ „ნასიონალსა“ და „კლუბ რემოს“ შორის (2-2).
„ამაზონიაზე“ გაიმართება 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო