ამადუ სანოგო — მალის სამხედრო მოღვაწე. ამადუ ტუმანი ტურეს წინააღმდეგ მოწყობილი 2012 წლის სამხედრო გადატრიალების ხელმძღვანელი. გადატრიალების შემდეგ შეაჩერა კონსტიტუცია[1], თავი გამოაცხადა სახელმწიფოსა და დემოკრატიის აღდგენის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარედ[2], გამოაცხადა კომენდანტის საათი და ჩაკეტა ქვეყნის საზღვრები. სახელმწიფო გადატრიალება მოხდა საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე[3].