ალპინარიუმის ბუნებრივ იერს აძლევს ხელოვნური ნაკადული, რუ, ჩანჩქერი, ტბორი და სხვ. როგორც სამეცნიერო-კვლევითი და დეკორატიული ნაკვეთი ალპინარიუმი შეიქმნა ბოტანიკურ ბაღებთან ერთად, ხოლო ბაღ-პარკებში XX საუკუნის დასაწყისში გაჩნდა. ალპინარიუმებში უმეტესად აშენებენ კარპატების, კავკასიის, ალთაისა და სხვა სუბალპური და ალპური მდელოების მცენარეულობას. აღსანიშნავია ედინბურგის (ინგლისი), პრაღის (ჩეხეთი), ინსბრუკის (ავსტრია) და სხვ. ბოტანიკური ბაღების ალპინარიუმები.