ალმანდინი (ფრანგ. Almandin), ალაბანდინი, ალმანტინი — მინერალი გრანატების ჯგუფისა. ქიმიური შედგენილობა . ხშირად შეიცავს და სხვა მინარევებს. კრისტალდება კუბურ სინგონიაში. ალმანდინის კრისტალები დოდეკაედრებია. აქვს წითელი, მურა-წითელი ან მოიისფრო-წითელი ფერი. სიმაგრე მინერალოგიური სკალით — 7-7.5, სიმკვრივე — 4100-4300 კგ/მ³. არ იტკეჩება. გვხვდება მეტამორფულ ქანებსა და პეგმატიტებში. იყენებენ სანახელავო ქვად და აბრაზიულ მასალად.
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა