დაიბადა ქართველიმუჰაჯირის ოჯახში (გვარად თავდგირიძე). სხვადასხვა დროს მსახურობდა მანასტირის სამხედრო გუბერნატორად, სამხედრო არსენალის უფროსად, უმაღლეს სამხედრო მოსამართლედ, კოსოვოს ოლქის ჯარების მეთაურად. რუსეთ-ოსმალეთის (1877–1878) ომში იყო მე-3 არმიის სარდალი. 1891 წელს იყო სერასკერი (მთავარსარდალი). გარდაიცვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. დაკრძალულია სტამბოლში, ჩემბერლითაშის სასაფლაოზე.
ლიტერატურა
ქასაბი მ., ოსმალეთის ქართველები, თურქულიდან თარგმნეს გ. გუნიავამ და ე. შექერჯიმ, სტამბოლი, 2012;