ალისე ბრაგა მორაეში (პორტ. Alice Braga Moraes; დ. 15 აპრილი, 1983) — ბრაზილიელი მსახიობი და ფოტომოდელი. გამოჩნდა რამდენიმე ბრაზილიურ ფილმში, მათ შორის აღსანიშნავია ფილმები „ღმერთის ქალაქი“ (2002) და „ქვემო ქალაქი“ (2006). მიღებული აქვს მონაწილეობა აგრეთვე ჰოლივუდის ფილმებში: „მე ვარ ლეგენდა“ (2007), „მფატრავები“ (2010), „მტაცებლები“ (2010) და „რიტუალი“ (2011).
ბიოგრაფია
ალისე ბრაგა მორაეში დაიბადა ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუში. გაიზარდა კათოლიკურ ოჯახში.[1] დედამისი, ანა ბრაგა და დეიდა სონია ბრაგა აგრეთვე მსახიობები არიან და ალისე მათ ხშირად თან ახლდა გადასაღებ მოედანზე.[2] კარიერა დაიწყო სასკოლო და სარეკლამო გამოსვლებით. 8 წლის ასაკში პირველად გადაიღეს იოგურტის სარეკლამო რგოლში. სასაუბრო დონეზე ფლობს ესპანურ, პორტუგალიურ და ინგლისურ ენებს. 1998 წელს შედგა ალისე ბრაგას დებიუტი მოკლემეტრაჟიან ფილმში „ტრამპოლინი“. კინემატოგრაფში პოპულარული გახდა 2002 წლის ფილმით „ღმერთის ქალაქი“, სადაც შესრულებული როლისთვის მიენიჭა ბრაზილიის კინემატოგრაფიის მთავარი ჯილდო.
2006 წელს ბრენდონ ფრეიზერთან, მოს დეფთან და კატალინა სანდინო მორენოსთან ერთად ითამაშა ფილმში „მოგზაურობა ღამის ბოლოში“, რომლის პრემიერა გაიმართა ტრიბეკას საერთაშორისო კინოფესტივალზე. 2008 წელს გამოჩნდა დევიდ მამეტის ფილმში „წითელი ქამარი“.
ფილმოგრაფია
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო