ალიაბადი (აზერ. Əliabad) — დაბა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ზაქათალის რაიონში, ისტორიული ჰერეთის მიწაზე, საქართველოს საზღვართან ახლოს. რაიონული ცენტრიდან დაშორებულია 18 კმ-ით. 2008 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 9200 კაცი[1] სოფელი ძირითადად ეთნიკური ქართველებით არის დასახლებული.[2]
ისტორია
ალიაბადის ისტორიული სახელწოდება არის ელისენი.[3]XX საუკუნის დასაწყისში ალიაბადის მოსახლეობა შეადგენდა 4351 ადამიანს. ცხოვრობდნენ მუსლიმი ინგილოები. მოქმედებდა მეჩეთი.[4] 1918-1921 წლებში ალიაბადი ზაქათალის ოკრგუში შედიოდა და იყო სადავო საქართველოს და აზერბაიჯანის დემოკრატიულ რესპუბლიკებს შორის. 1921 წელს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დანარჩენ საინგილოსთან ერთად გადაეცა აზერბაიჯანის სსრ-ს[5][6]
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ 2008 წლის აღწერის მონაცემები
- ↑ „ბევრ ახალ წლებ დაინახ“ — ინგილოური ტრადიციები. karibche.ambebi.ge (14 იანვარი, 2020). ციტირების თარიღი: 14 სექტემბერი, 2020.
- ↑ ყოლოშვილი მ., არ დავაშოროთ სიტყვა და საქმე // „ლიტერატურული საქართველო“, №45, 1988.
- ↑ ჯანაშვილი მ., „საინგილო“ // ძველი საქართველო / თაყაიშვილი ე., ტ. II, ტფილისი: ელექტრო მბეჭდავი სტამბა სპირიდონ ლოსაბერიძის, 1913. — გვ. 76.
- ↑ თოფჩიშვილი რ., საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები, თბ., 2002.
- ↑ გვასალია ჯ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, , 2012. — გვ. 649.