ალან გაგლოევი |
რუსეთის ფედერაციის მიერ შექმნილი საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მე-5 პრეზიდენტი |
---|
ამჟამინდელი თანამდებობა |
---|
დაიკავა | 24 მაისი, 2022 |
---|
წინამორბედი | ანატოლი ბიბილოვი |
---|
„ნიხასის“ თავმჯდომარე |
---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო |
---|
თებერვალი 2020 – დღემდე |
|
დაბადებული | 6 თებერვალი, 1981 (1981-02-06) (43 წლის) ცხინვალი |
---|
პოლიტიკური პარტია | ნიხასი |
---|
შვილები | 2 |
ალან ედუარდის ძე გაგლოევი (ოს. Гаглойты Эдуарды фырт Алан; რუს. Алан Эдуардович Гаглоев; დ. 6 თებერვალი, 1981) — ოსი პოლიტიკოსი, ოსური ე. წ. „კგბ“-ს ყოფილი მუშაკი,[1] „სამხრეთ ოსეთის“ არჩეული „პრეზიდენტი“.[2] მისი ინაუგურაცია 2022 წლის 24 მაისს შედგება.[3] 2020 წლის თებერვლიდან არის პარტია „ნიხასის“ თავმჯდომარე.[4]
ბიოგრაფია
2002 წელს დაამთავრა სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ამავე წელს დაიწყო მუშაობა „სამხრეთ ოსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროში“, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისა და ანტი-მონოპოლური პოლიტიკის დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტად. 2003 წელს კურსები გაიარა ქალაქ ვლადიკავკაზში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სასწავლო პროგრამის ფარგლებში. [5] 2004 წელს შეუერთდა „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს“ სადაც ოფიციალური ინფორმაციით 2022 წლამდე მუშაობდა.[6]
გაგლოევი მონაწილეობას იღებდა „სამხრეთ ოსეთში“ ჩატარებულ ორ საპრეზიდენტო არჩევნებში (2017, 2022). 2017 წლის არჩევნებში მან 3 291 ხმა მიიღო და ბოლო, მესამე ადგილი დაიკავა (10,17%). [7]
2022 წლის არჩევნების პირველ ტურში მიიღო 36,9% და დაიკავა პირველი ადგილი.[8] ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტურში 15 867 ხმითა და 54,2%-ით დაამარცხა მოქმედი ე.წ. „პრეზიდენტი“ ანატოლი ბიბილოვი.[2]
სქოლიო