აკანთო (ლათ. Acanthus) — მცენარეების გვარი აკანთოსებრთა ოჯახისა. უმეტესად ბალახია, იშვიათად - ბუჩქი.
აერთიანებს 40-მდე სახეობას. გავრცელებულია აზიის, აფრიკისა და ევროპის თბილ სარტყელში. აკანთოს ფოთლის სტილიზებული გამოსახულება საფუძვლად უდევს კორინთული და კომპოზიტური ორდერების, სვეტისთავების, აგრეთვე კარნიზების, ფრიზების და სხვა არქიტექტურული ელემენტების ორნამენტულ მორთულობას.
ლიტერატურა