აკაკი დევაძე (დ. 28 ნოემბერი 1971, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი ფეხბურთელი, მეკარე. 1995 წლის საქართველოს წლის ფეხბურთელი. კარიერის მანძილზე 13 სხვადასხვა საფეხბურთო კლუბში ითამაშა.
სანაკრებო კარიერა
1992–2005 წლებში იცავდა საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას, რომლის შემადგენლობაშიც 20 შეხვედრა ჩაატარა. მისი დებიუტი ეროვნულ გუნდში 1992 წლის 2 სექტემბერს, საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში ლიეტუვის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ შედგა.[1]
ეროვნული ნაკრების რიგებში ბოლოჯერ 2005 წლის 30 მარტს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, თურქეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა.[2]
სანაკრებო სტატისტიკა
ეროვნული ნაკრები |
წელი |
მატჩი |
გოლი
|
საქართველო
|
1992 |
3 |
0
|
1993 |
1 |
0
|
1994 |
6 |
0
|
1995 |
4 |
0
|
1996 |
1 |
0
|
2004 |
4 |
0
|
2005 |
1 |
0
|
ჯამში |
20 |
0
|
მიღწევები
საკლუბო
- საქართველოს ჩემპიონი: 1990
ინდივიდუალური
- საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი: 1995
- რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო მეკარე: 1995 („სპორტ-ექსპრესის“ მიხედვით)
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო