ავგუსტა მარია ჰოლშტაინ-გოტორპელი (გერმ. Augusta Maria von Holstein-Gottorf; დ. 6 თებერვალი, 1649 — გ. 25 აპრილი, 1728) — ოლდენბურგების დინასტიის წარმომადგენელი. ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგ ფრედერიკ III-ისა და მისი ცოლის, მარია ელიზაბეთ საქსონიელის ნაბოლარა ქალიშვილი. ბადენ-დურლახის მარკგრაფინია 1677-1709 წლებში როგორც ფრიდრიხ VII-ის მეუღლე.
1670 წლის 15 მაისს, იგი ცოლად გაჰყვა ფრიდრიხ ბადენ-დურლახელს, რომელთანაც შეეძინა თერთმეტი შვილი:
- ფრიდრიხ მაგნუსი (1672), გარდაიცვალა ჩვილობაში;
- ფრედერიკა ავგუსტა (1673-1674), გარდაიცვალა ჩვილობაში;
- კრისტინა სოფია (1674-1676), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- კლაუდია მაგდალენა (1675-1676), გარდაიცვალა ჩვილობაში;
- კათარინა (1677-1746), ცოლად გაჰყვა ლეინინგენ-არტენბურგის გრაფ იოჰა ფრიდრიხს;
- კარლ III ვილჰელმი (1679-1738), ბადენ-დურლახის მარკგრაფი, ცოლად შეირთო მაგდალენა ვილჰელმინა ვიუტემბერგელი;
- იოჰანა ელიზაბეთი (1680-1757), ცოლად გაჰყვა ვიუტემბერგ-შტუტგარტის ჰერცოგ ებერჰარდ ლუდვიგს;
- ალბერტინა ფრედერიკა (1682-1755), ცოლად გაჰყვა თავის ბიძაშვილს, ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგ კრისტიან ავგუსტს, რომლებიც არიან რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე II-ის ბებია-ბაბუა;
- კრისტოფერი (1684-1723), ცოლად შეირთო მარია კრისტინა ფელიჩიტა ლეინინგენ-არტენბურგელი;
- შარლოტა სოფია (1686-1689), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- მარია ანა (1688-1689), გარდაიცვალა ჩვილობაში;
რესურსები ინტერნეტში