ადელაიდა (ინგლ. Adelaide River) — მდინარე ავსტრალიაში, ჩრდილოეთ ტერიტორიაზე. იწყება ლიჩფილდის ეროვნულ პარკში და ჩაედინება ტიმორის ზღვაში, დარვინდან 50 კილომეტრში.
წარმოიქმნება ორი მდინარის შეერთებით. მდინარეზე მდებარეობს პატარა ქალაქი ადელაიდ-რივერი.
მდინარე აღმოაჩინეს ჯონ ლორტ სტოუქსმა და ლ.რ. ფიცმორისმა 1839 წელს, ჩრდილოეთ ტერიტორიის ნაპირების შესწავლის დროს.[1] მოგზაურებმა მას ეს სახელი დედოფალ ადელაიდა საქსენ-მეინინგენის პატივსაცემად დაარქვეს.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო