აბდელაზიზ ჯერადი (არაბ. عبد العزيز جراد, დ. 12 თებერვალი, 1954, ხენშელა, ალჟირი)[1] — ალჟირელი პოლიტიკოსი. ალჟირის პრემიერ-მინისტრი 2019 წლის 28 დეკემბრიდან[2].
აბდელაზიზ ჯერადი დაიბადა 1954 წლის 12 თებერვალს ალჟირის ქალაქ ხენშელაში. საშუალო სკოლა დაამთავრა ალჟირში ხოლო სწავლა გააგრძელა პარიზის ნანტერის უნივერსიტეტში. იგი ასევე მუშაობდა ალჟირის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის პროფესორად და გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე წიგნი[3]. 2019 წლის 28 დეკემბერს დანიშნეს პრემიერ-მინისტრად და პრეზიდენტმა დაავალა ახალი მთავრობის ფორმირება[4][5].
სქოლიო